COVID-19 კვლავ გლობალური მნიშვნელობის სახიფათო ვირუსია - ჯანმო

ჯანმო

COVID-19 კვლავ გლობალური მნიშვნელობის სახიფათო ვირუსია - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საგანგებო კომიტეტის დოკუმენტშია ნათქვამი, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ვირუსის მიმდინარე ევოლუცია და ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა აჩვენებს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგებოა.

კომიტეტის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

"COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა მატებას განაგრძობს, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე. ასევე, შეშფოთებული ვარ გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტენდენციის გამო. COVID-19-თან დაკავშირებით გასულ პარასკევს საგანგებო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელმაც დაასკვნა, რომ ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად", - თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მეტის ნახვა