აჭარაში, ეკომიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაფინანსება 50 000 ლარამდე გაიზარდა

აჭარაში ეკომიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაფინანსება გაიზარდა და დღეის მდგომარეობით უკვე 50 ათას ლარს შეადგენს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ბიუჯეტის მიზნობრივი დაფინანსება გაორმაგდა და წელს უკვე, 30-ზე მეტმა ოჯახმა პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრისი მიიღო.

მეტის ნახვა