აყენებს თუ არა აგენტების კანონი საფრთხის წინაშე ევროპასთან უვიზო მიმოსვლას

აყენებს თუ არა აგენტების კანონი საფრთხის წინაშე ევროპასთან უვიზო მიმოსვლას? ამ შესაძლებლობებზე ქვეყანაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი ითხოვს, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და ე.წ რუსული კანონის გავლენის შეფასებას უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებზე.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაციას არაფერი ემუქრება და, რეზოლუციას  არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. მისი „ფარატინა ქაღალდობა“ ბევრჯერ დამტკიცდა საქართველოსთან მიმართებაში - განაცხადა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ მიუხედავად რეზოლუციის სარეკომენდაციო ხასიათისა, საფრთხე მაინც არსებობს. ნიკოლოზ მეგრელიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ამ რისკების დასაზღვევად, ევროპარლამენტის გზავნილები უნდა გაითვალისწინოს.

ცნობისთვის, დოკუმენტი არასავალდებულო ხასიათისაა. სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.

მეტის ნახვა