2023 წელს, საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა - მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 13%-ითაა შემცირებული

კლინიკა

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 პროცენტით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ საქსტატი წერს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა (12 229 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი).

რაც შეეხება აჭარას, შარშან, 3 286 პირი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, საქსტატის ცნობითვე, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.2 პრომილე შეადგინა. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა კი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.5 პრომილე შეადგინა.

"2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა“,- წერია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა