5 სოფლის მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიასთან აქციას მართავს

მახო, ონტოფო, ზანაქეთი, სიმონეთი, დავითაძეები - 5 სოფლის მოსახლეობამ ხელვაჩაურის მერიასთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ - სურთ გაზიფიცირების, წყლის სისტემის, გარე განათებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ადგილობრივთა განცხადებით, არსებული ვითარების შესახებ ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. თუ კი დღევანდელ შეკრებას რეაგირება არ მოჰყვება, აჭარის მთავრობის სახლთან, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

უწყებასთან შეკრებილ მოქალაქეებს ზაზა დიასამიძე შეხვდა. ხელვაჩაურის მერმა ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ მათ პრობლემებს მოაგვარებს, თუმცა როდის, კონკრეტული ვადების დასახელება უჭირს.

მეტის ნახვა