ახალი ამბები • 1747046220
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ქორწინებისთვის სასამართლოსგან რამდენიმე საათით გათავისუფლებას ითხოვს

ფოტო: მაქსიმე ბაქრაძე
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე რელიგიური ქორწინებისთვის სასამართლოსგან რამდენიმე საათით გათავისუფლებას ითხოვს.
"5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია. ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ, დიდი ალბათობით, აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება, მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.
[...] სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემ საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის", - წერს თემურ ქათამაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, ქათამაძე 11 იანვარს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც თავად ყვება, დაკავების დროს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

1739131407