ახალი ამბები • 1763483982
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
ახალი ამბები
1744804684
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალში ცნო დამნაშავედ.
ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე
2024 წლის 18 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა 26 წლის ბექა ჯაიანი, რომელსაც ბრალდება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებოდა.
დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















