ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიაგარემოს მწვავე ანგარიშით აფასებს

მედია

„მუქარა-დაშინება-ძალადობა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, უკანონო მოსმენები" - ადამიანის უფლებათა ცენტრი 2023 წლის მედიაგარემოს აფასებს. ორგანიზაცია მწვავე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოში ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გახშირებულია ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინების და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები.

მესამე სექტორის შეფასებით ჩადენილ დანაშაულებზე არაეფექტური რეაგირება დაუსჯელობის შეგრძნებას იწვევს, რასაც "მსუსხავი ეფექტი" აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე და დამატებით ახალისებს ძალადობას. ანგარიშში ერთ-ერთ პრობლემად დასახელებულია მედიაპროფესიონალებზე თვალთვალი.

ორგანიზაცია აქვეყნებს რეკომენდაციებს მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად, მათ შორისაა ძალადობის შემთხვევების გამოძიება და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღების შეწყვეტა, მედიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, საჯარო ინფორმაციაზე ჟურნალისტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა.

მეტის ნახვა