"ათ წელზე მეტი, ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე" | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

მიხეილ

"დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან. ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე," - ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას აქვეყნებს.

"დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან. ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე. ჩემი განათლებით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, სუფთა ხელებით. თანამდებობა და ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და არც ყოფილა, მთავარია საკუთარი ქვეყნის უანგაროდ სიყვარული. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე საჯარო სამსახურში, მადლობას გიხდით ყველა იმ დღისათვის, როდესაც ჩვენ ერთად, ერთ გუნდად, პატივისცემითა და ერთმანეთის დაფასებით პირნათლად ვასრულებდით  სამსახურებრივ მოვალეობას," - წერს ბუცხრიკიძე.

იქამდე, მიხეილ ბუცხრიკიძე ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერის 28 ნოემბერს გაკეთებულ ანტიევროპულ განცხადებას გაემიჯნა და საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევა დაგმო. 

მეტის ნახვა