ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასი ბათუმის მერიის წინააღმდეგ

ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის ხელმძღვანელი ბათუმის მერიის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას მიკერძოებაში ადანაშაულებს და მათ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ნატალია გალოგრე აცხადებს, რომ 2024 წელს თვითმმართველობამ დასისთვის განკუთვნილი დაფინანსება ტენდერზე გაიტანა და მორგებულად მოაგებინა არაპროფესიონალ და არაკომპეტენტურ  ჯგუფს, რომელიც პირადი ურთიერთობებით შეარჩიეს.  მისივე თქმით, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რის საფუძველზეც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნატალია გალოგრე ამტკიცებს, რომ  პროექტი თანხების  არამიზნობრივი ხარჯვით და და რიგი დარღვევებით განხორციელდება. ბრალდებებს პასუხობენ ბათუმის მერიაში. მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წევრი ურთიერთსაწინააღმდეგო  ვერსიებზე გვიყვებიან.  სოფო ხალვაში აცხადებს, რომ ტენდერი ორჯერ ჩავარდა და ახლა თავიდან უნდა ჩატარდეს, ლამზირა ბოლქვაძის მტკიცებით კი, ტენდერი გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელდა. 

მეტის ნახვა