ახალი ამბები • 1745409749
მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა | სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ.
ერთი – ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. მაგრამ მთავარი რაც არის – ეს კამპანია დაწყებულია სწორედ სააღდგომოდ. ეს არ მოდის ბრიუსელიდან და არცერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, მოდის ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია, რომ ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს.
ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც ესენი წუხან და რომლის შეჩერება სურთ, არა! ეს არის მათი მიზანი, ეს მოჰყვება მათ ქმედებებს და იმ რეჟიმს, რომლებიც ყოველდღიურად ხან ლანძღავენ ევროპის რომელიმე დედაქალაქს, აქაურ ელჩებს პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან და ეს არის იმ გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც 28 ნოემბერს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე მიიღეს.მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა.
რუსეთის მიზანია, რომ საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან და აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ. მცდელობა არის ასევე რეჟიმის მიერ, რომ ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იქნება იზოლაციაში ვიზალიბერალიზაციის გარეშე.
მცდელობაა პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან, არანაირად არ სჯის ევროპა საზოგადოებას, პირიქით, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს, იმიტომ, რამდენად იყო მონდომებული და მზად ქართული საზოგადოება და იცავდა კბილებით ამ გზას.
მაგრამ თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს და ყველა მხრივ, ფორმით ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს თავის პარტნიორებს და გადმოიყვანოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, იზოლაციაში, ამაზე პასუხისმგებლობა არის ივანიშვილს და იმ „კლანის“, რომელიც დღეს ამ ქვეყანას რუსული წესებით მართავს.
ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოვუსმინოთ, უნდა დაფიქრდეთ და ნახოთ, ვინ აშორებს საქართველოს ევროპისგან, ევროპამ რამდენი რამ სცადა და გააკეთა იმისთვის, რომ პირიქით, გაუხსნას ქართველებს ის გზა, რომელიც ქართულ პასპორტს ევროპულ პასპორტად გადააქცევს.
და თუ არსებობს რეალური გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ხვალ შემოვიერთოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ეს არის სწორედ ევროპაში შესვლით და არა ევროპისგან ჩამოშორებით. ესეც არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1745305198

1739131407