სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

შუქი

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო, 24  აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: მარადიდს,ქედქედს,კირნათს,ჩიქუნეთს,ახალშენს,სამებას,ერგეს,ჯიბინაურსა და მიმდებარე სოფლებს.

ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: ლეღვას,ალამბარს,მუხაესტატეს,ოჩხამურსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს და მიმდებარე ტერიტორიებს.

შუახევში - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: ნენიას,ჩანჩხალოს,სხეფსა და მიმდებარე სოფლებს.

ხულოში - 10:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: ვერნებს, რაქვთას,ღორჯომს,მეკეიძეებსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა