ახალი ამბები • 1735650420
ბათუმის საკრებულოში პასიურ წევრთა რაოდენობა 12.4%-ით გაიზარდა | კვლევა
2023 წლის IV კვარტალში, ბათუმის საკრებულოში პასიურ წევრთა რაოდენობა 12.4%-ით გაიზარდა. მაჩვენებელი III კვარტალთანაა შედარებული. ამის შესახებ "საზოგადოებრივი განვითარების აკადემია" წერს. ორგანიზაციის დაკვირვებით გამოვლინდა, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთა სრული შემადგენლობის 22.85% პასიურია, 34.28% კი მეტ-ნაკლებად პასიური, რაც სრული შემადგენლობის 57.13%-ია.
უფრო ზუსტად, 35 დეპუტატიდან 8 პასიურია, 12 კი მეტ-ნაკლებად პასიური.
შედარებისთვის, 2023 წლის III კვარტალში, ბათუმის საკრებულოში წევრთა სრული შემადგენლობის 21% იყო პასიურია და 23.7% მეტ-ნაკლებად პასიური, რაც სრული შემადგენლობის 44.7%-ია.
საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, საკრებულოს წევრთა აქტიურობას 2018 წლიდან აფასებს.
ცნობისთვის:
✔ საკრებულოს წევრი აქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურობა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 8 და მეტი.
✔ საკრებულოს წევრი მეტ-ნაკლებად აქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურობა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 5-7 ფარგლებში.
✔ საკრებულოს წევრი მეტ-ნაკლებად პასიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურობა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 2-4 ფარგლებში.
✔ საკრებულოს წევრი პასიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურობა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 0-1 ფარგლებში.
1728455482
1727447820