ახალი ამბები • 1748004300
ბათუმის ზღვისპირა ზოლში, კიდევ ორი ცათამბჯენი აშენდება
საზოგადოება
1711985745

ბათუმის ზღვისპირა ზოლში, კიდევ ორი ცათამბჯენი აშენდება. ერთი ეს იქნება, რუსთაველის 44 ნომერში, სასტუმრო „ჰილტონი“-ს გვერდით და მეორე, ნინოშვილის 39-ში, „ალიანსის“ მომიჯნავედ. ერთ შემთხვევაში, დაინტერესებული შპს „ბრიტიშ დეველოპმენტია“, რომლის მფლობელიც, კომპანია „ორბის“ მესაკუთრეა, ხოლო მეორე შემთხვევაში ინვესტორი, შპს „ვესტინვეტსტია“. მისი მფლობელი ასევე კომპანია, „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფი“-ა.
ბათუმის თვითმმართველობას, განაშენიანების გეგმა ორივე შემთხვევაში 2022 წელს აქვს დამტკიცებული. როგორც ცნობილია, იმგვარად, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება არ მომხდარა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, არ ჩათვალა საჭიროდ, გამოეკვლია, რა გავლენა ექნება ცათამბჯენების მშენებლობას გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სხვა.

ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს
1746602495

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა