ახალი ამბები • 1747046220
შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა წამოიწყო | ნონა ქურდოვანიძე

ფოტო: ბათუმელები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა წამოიწყო. ამის შესახებ საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე წერს.
“მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს.
ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ. ეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა და მზია უსამართლოდ დააჯარიმა.
მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას.”- წერს ქურდოვანიძე.

1739131407