ახალი ამბები • 1747899917
საია აგენტების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია აგენტების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება მყისიერ საფრთხეს აყენებს ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რადგან ეს ორგანიზაციები და ინდივიდები შესაძლოა უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში.
„აშშ-ში ანალოგიური კანონი ასე არ მოქმედებს, იქ კანონი არ ებრძვის დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, ინდივიდებს, რომლებიც საკუთარი ორგანიზაციული საქმიანობიდან გამომდინარე მოიპოვებენ დაფინანსებას და საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის ფარგლებში განკარგავენ მას.
იმ პოლიტიკურ კონტექსტში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, აშკარაა ის მიზანი, რომელიც ამოძრავებს ქართულ ოცნებას, რომ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები შეზღუდონ სხვადასხვა ფორმით და ამ კანონის მიღებაც ამას ემსახურება.
ამ კანონის ბუნდოვანი შინაარსი, ასევ, განუჭვრეტელი ძალაუფლების მინიჭება ანტიკორუფციული ბიუროსათვის, აჩენს იმის რისკებს, რომ ეს კანონი გამოყენებული იქნება რეპრესიულად.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მაღალ ნდობას იმსახურებს და აუცილებლად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენთვის მონიჭებული კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე.
ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქროთ მათ მთავარ მისიაზე, რომ მათ პირველ რიგში უნდა დაიცვან კონსტიტუცია და ამ საქმის განხილვით და დაკმაყოფილებით მათ შეუძლიათ ეს მისია შეასრულონ“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე.

1739131407