ახალი ამბები • 1747046220
ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დადასტურდა |ინფიცირების წყარო მგელია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დადასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ასევე დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო მგელია.
სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს ეცნობა.
სააგენტო წერს, რომ ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება. ცხოველებში ცოფის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.

1739131407