ახალი ამბები • 1747046220
ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თამამდებობა დატოვა

ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თამამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიორგი გოგიტიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა.
2012 წელს, როცა დაარსდა პარტია - „ქართული ოცნება“, ჩემი სურვილით მოვედი პარტიაში და დავიწყე საქმიანობა, 2012 წლიდან ვემსახურები პარტიას და ქართველ ხალხს, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქში საქმიანობა და მოქალაქეების გვერდში დგომა, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ ერთად და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.
მადლობას ვუხდი ქობულეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი კეთილი საქმეების განხორციელებაში.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”- წერს გოგიტიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რეგიონში ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემდეგ თანამდებობებს მასიურად ტოვებენ. რამდენიმე დღის წინ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი გადადგა, რომელსაც მალევე, ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე მოჰყვა.

1739131407