ახალი ამბები • 1782206460
მაღალმთიან აჭარა სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს
საზოგადოება
1795685283
მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის გამოიდარა. ხულოს, შუახევისა და ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს. დაბებში თოვლის სიმაღლე 30 სანტიმეტრამდეა. პირველ ეტაპზე თოვლის საფარისგან გაიწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ასევე, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე საავტომობილო გზაზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
მეტის ნახვა






















