ახალი ამბები • 1747046220
მიმდინარე წელს, ბათუმში, 46 უნებართვო მშენებლობის ფაქტი გამოვლინდა | ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

მიმდინარე წელს, ბათუმში, 46 უნებართვო მშენებლობის ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მიერ 189 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა, რომელთა შორის, 46 შემთხვევაზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაიწყო.
"მუნიციპალური ინსპექციის, სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიმდინარე წელს 189 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა, მათ შორის:
126 - სამშენებლო ობიექტი გადამოწმდა ეტაპის დადასტურების ფარგლებში;
46 - უნებართვო მშენებლობის ფაქტი გამოვლინდა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაიწყო;
12 - სანებართვო პირობების დარღვევა გამოვლინდა;
5 - უნებართვო და პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა;
58 - ობიქტზე საქმისწარმოება მიმდინარეობს.
მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო უსაფრთხოების განყოფილება სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს." - წერია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1739131407