კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპა “რევოლუციას გვიწყობდა”

კობახა

ირაკლი კობახიძე ევროპას რევოლუციის მოწყობაში ადანაშაულებს. "ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ ამაში ჩართული იყო ევროპული ბიუროკრატია. 

 "არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და მოლაპარაკებების გახსნაზე, ამას აკეთებდნენ 3 წლის განმავლობაში. რევოლუციას გვიწყობდა საქართველოში "დიფ სტეიტი" მათ შორის, ევროპული ბიუროკრატიის ხელით. ვინც რევოლუციას გვიწყობდა, იმას არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რომ რაიმე მოგვთხოვოს ჩვენ. პირდაპირ გვიწყობდნენ რევოლუციას საქართველოში, ევროპელი ბიუროკრატია პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ ყველაფერში. მთელი ბიუროკრატია, მათ შორის ვინც, მაგალითად თავს იკავებდა მილოცვებისგან. ის ხომ პირდაპირ ახალისებდა რევოლუციურ პროცესს საქართველოში. სხვა მიზანი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ" - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მეტის ნახვა