ხელვაჩაურში, სოფლად მცხოვრებ მეწარმე ქალებს მუნიციპალიტეტის მერია ბიზნეს იდეებს დაუფინანსებს

ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მცხოვრებ ქალებს მუნიციპალიტეტის მერია ბიზნეს იდეებს დაუფინანსებს. საუბარია 12 ქალ მეწარმეზე, რომლებსაც ხელვაჩაურის მერია ხელს "ქალთა ოთახის" პროგრამის - „დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერების“ – ფარგლებში შეუწყობს.  საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სოფლად მცხოვრებ ქალ მეწარმეებთან ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა.

პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი პროფესიული და მეწარმეობრივი საქმიანობის წახალისებას, ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალების რაოდენობის ზრდას.

"პროგრამა მთლიანად მიმართულია იმ ქალების მხარდაჭერისკენ, რომლებიც მეწარმეობითი საქმიანობის საწყის ეტაპზე არიან. საგრანტო დაფინანსება მათ საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ ეკონომიკური პირობები, განავითარონ საკუთარი ბიზნესიდეები და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი, მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურის წარმომადგენლები, „ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელი, მაგდა მალაყმაძე და საგრანტო კომისიის წევრები.

მათი განცხადებით, პროექტი წარმატებით აისახება არა მხოლოდ კონკრეტულ ბენეფიციარებზე, არამედ ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე მთლიანად."- ნათქვამია ხელვაჩაურის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

მეტის ნახვა