"ბათუმობა 2024" წელს, 27-28 აპრილს გაიმართება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი | მერიის ინფორმაცია

"ბათუმობა 2024" წელს, 27-28 აპრილს გაიმართება. მერიის ინფორმაციით, ძირითადი ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ ჩატარდება.

მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღისა და საზღვაო აკადემიის კუთხეები, მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენები, გასტრონომიული, ასევე საბავშვო კუთხე.

დაგეგმილია თოჯინების თეატრის სპექტაკლები და ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები. დააჯილდოებენ საპატიო ბათუმელებსაც.

,,ბათუმობა 2024“ გალაკონცერტით დასრულდება.

მეტის ნახვა