ბათუმში, 5 და 6 მაისს #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ავტობუსი

ბათუმში, 5 და 6 მაისს #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ბათუმის მერია იტყობინება.

"აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე", - წერს უწყება.

მეტის ნახვა