ახალი ამბები • 1752682589
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აგენტების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
ახალი ამბები
1715593546

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დასრულდა. კომიტეტმა აგენტების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომა ერთ წუთში დასრულდა, 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:14-ზე დაიხურა.
"წარმოდგენილია ტექსტი, გარკვეული რედაქტირებებით, რედაქციულად, მხოლოდ გრამატიკულად, დარიგებულია... შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ არის. დავაყენოთ საკითხი მაშინ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე მხარი დავუჭიროთ წარმოდგენილ ტექსტს, დიდი მადლობა, კომიტეტის დამსწრე წევრთა მიერ პროექტი მხარდაჭერილია, კომიტეტი დასრულებულია", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ "ევროპელი სოციალისტები" ესწრებოდნენ.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა