ახალი ამბები • 1751633470
გამოვაფხიზლოთ ვაკე | დღეს, 18:00 საათზე, ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება
ახალი ამბები
1715604187

გამოვაფხიზლოთ ვაკე - ამ სახელწოდებით დღეს, 13 მაისს, 18:00 საათზე თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. მსვლელობის მონაწილეები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და პარლამენტის მიმართულებით დაიძრებიან.
"მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე. ვიკრიბებით მთავარ შესასვლელთან ჭავჭავაძის მხრიდან", - წერენ ორგანიზატორები.
გარდა ამისა, დღეს 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება. მარშის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან.
"დაფიონი" წერს, რომ სტუდენტები 18:00 ზე შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც მარშით შეუერთდებიან მთავარ აქციას.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა