ახალი ამბები • 1752592983
არა რუსულ კანონს! | რუსთაველზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება
ახალი ამბები
1715604268

რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ნელ-ნელა უერთდებიან მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
გასული ღამის 22 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ღამისთევის შემდეგ, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია, თუმცა პროტესტი არ შეწყვეტილა.
დღეს დილით "ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში სპეცრაზმელების დახმარებით შევიდნენ, ხოლო რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენისა და მიღების შემდეგ, რაც სულ რაღაც 1 წუთს გაგრძელდა, მათ ამავე საპოლიციო ძალების დახმარებით დატოვეს ტერიტორია.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა