სახალხო დამცველის რწმუნებულებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მყოფი აქციის მონაწილეები მოინახულეს

სახალხო დამცველი

დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციას დაკავებებისა და დაპირისპირებების გარეშე არც გუშინ ჩაუვლია. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენა.

აქციის მონაწილეების თქმით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთი მოქალაქე ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის ტერიტორიაზე მოხვდა, რის შემდეგაც, შეკრებილებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს, ბარიკადები აღმართეს და სპეცრაზმელებს მოქალაქის გამოშვებისკენ მოუწოდებდნენ.

გამთენიისას, პოლიციამ ორი პირი დააკავა. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, ისინი "ნასვამ მდგომარეობაში" იყვნენ და სამართალდამცავებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

რაც შეეხება დაშავებულებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 8 მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, მათ შორის, 1 კლინიკიდან უკვე გაეწერა.

მეტის ნახვა