გმირთა მოედნის ტერიტორიაზე პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს

პოლიცია აქციას ხელს უშლის

პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება - აქციის მონაწილეები ამ წუთებში გმირთა მოედანზე იკრიბებიან. ეს არის რამდენიმე ჯგუფის სპონტანურად ორგანიზებული აქცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია დედაქალაქის რამდენიმე სატრანსპორტო კვანძის პარალიზება. მათ შორის გმირთა მოედნის.

თუმცა, ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ და ამბობენ, რომ შეკრებილების რაოდენობა საკმარისი არაა  და ისინი ტროტუარზეც დაეტევიან.

შეგახსენებთ, მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, რუსთაველის გამზირზე 19 საათიდან არის დაანონსებული

მეტის ნახვა