ბათუმსა და ხელვაჩაურში, გაზის ჩართვის თარიღი შეიცვალა - როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება?

გაზი

ბათუმსა და ხელვაჩაურში, გაზის ჩართვის თარიღი შეიცვალა. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ცნობით, ბუნებრივი აირის მიწოდება დაგეგმილზე ადრე, ხვალ, დილის 11 საათიდან დაიწყება.

კომპანიის ინფორმაციით, გაზი ქუჩებზე ეტაპობრივად აღდგება. შესაძლოა, პროცესი 6 ოქტომბრამდე გაგრძელდეს.

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული ბუნებრივი აირის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

შეგახსენებთ, კომუნალური სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს გუშინ შეეზღუდათ, რადგან უამინდობის გამო, მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა.

მეტის ნახვა