სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

სინათლე

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო, 20 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ბათუმში - 11:00-დან 15:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  ქუჩებს: ჯავახიშვილის,აბუსერიძის,ზ.გორგილაძის,თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე ჟიული შარტავასა და თამარ მეფის გამზირებს.

ხელვაჩაურში - 12:00-დან 15:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: წინსვლას,ყოროლისთავს,ჩელტას,განთიადს,დაბა მახინჯაურსა და მიმდებარე სოფლებს.

შუახევში - 12:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხიჭაურს,ტაკიძეებსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა