2024 წელს საქართველოში რუსეთის 1 882 981 მოქალაქე შემოვიდა | შსს

რუსები საქართველოში

2024 წელს საქართველოში რუსეთის 1 882 981 მოქალაქე შემოვიდა – სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს არის ოკუპანტი ქვეყნიდან საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 

გასულ, 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების მიხედვით, რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა თურქეთი [1 489 285 მოქალაქე], ხოლო მესამე ადგილზე – სომხეთი [1 229 283 მოქალაქე].

მეტის ნახვა