ახალი ამბები • 1763483982
მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, შსს-მ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
პოლიტიკა
1748858464
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, შსს-მ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით აღიძრა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. მელიას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
მელია მოსამართლეს წყალი 30 მაისს სასამართლო პროცესზე შეასხა, სადაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის საკითხი განიხილებოდა. მოსამართლემ პოლიტიკოსი დარბაზიდან გააძევა და პატიმრობა შეუფარდა.
მელია 29 მაისს, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის შეურაცხყოფა).
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















