ახალი ამბები • 1748004300
“გელაძის გამინისტრება არის სკოლებში ე.წ “ოდეერების” თემის გაგრძელება. სკოლები სრულად მოექცევა შსს-ს გავლენის ქვეშ” | როლანდ შავაძე

“გელაძის გამინისტრებით სკოლები სრულად მოექცევა შსს-ს გავლენის ქვეშ", მიაჩნია როლანდ შავაძეს, "ძლიერი საქართველოს" წევრს, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. შავაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვანო მერაბიშვილის თანაშემწის თანაშემწის ძალოვან უწყებაში დანიშვნა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ უფრო მეტად მოაქცევს პოლიტიკურ მარწუხებში და შსს-ზე დამოკიდებულს გახდის. "ეს არის სკოლებში ე.წ ოდეერების თემის გაგრძელება"- ამბობს ადგილობრივი პოლიტიკოსი.
"შინაგან საქმეთა მინისტრად განმწესებული გელა გელაძე, გარდა იმისა რომ გაარძელებს ოცნების მავნებლურ პოლიტიკას, მისი გამინისტრება მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს სკოლების ისედაც არარსებულ ავტონომიას.
ვანო მერაბიშვილის თანაშემწის თანაშემწე, სასკოლო მანდატურის სამსახურის ყოფილი უფროსი, განათლებისა და შსს-ს მინისტრების ყოფილი მოადგილე, ახლა უკვე ძალოვან უწყებაში მისი ხელმძღვანელად დანიშნვა ნიშნავს სკოლების უფრო მეტად პოლიტიკურ მარწუხებში მოქცევას. ფორმალურად, სკოლები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩებიან, რეალურად, კი სრულად მოექცევა შსს გავლენის ქვეშ. ეს არის სკოლებში ე. წ „ოდეერების“ თემის გაგრძელება, რაზეც რამდენიმე თვის წინათ ვსაუბრობდით, (როცა საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა სკოლებში სპეციალური წარმოამდგნელების შტატები დაუშვეს და ადმინისტრაციას მაკონტროლებლები დანიშნეს).
მაშინ, როცა ვსაუბროთ სკოლებში განათლების ხარისხის უკუსვლაზე, სასკოლო რესურსების სიმწირეზე და რაც მთავარია სკოლების დეპოლიტიზებაზე, გელაძის გამინისტრება ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს მოაქცევს განსაკუთრებული წნეხის ქვეშ, რაც მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წლების განმავლობაში, ამჯერადაც, მნიშნელოვანი დასაყრდენი იქნება სისტემისთვის. ამ გზით შეეცდებიან იმ მასწავლებლებიც გაჩუმებასაც, რომელბიც სკოლებში თავსუფალი მოქალაქეების აღზრდას ემსახურებიან და მომავალი თაობის ევროპული მომავლისთვის ღიად იბრძვიან."- წერს როლანდ შავაძე სოცუალურ ქსელში.

1746602495

1739131407