ნიკა მელია დააკავეს

მელია

ნიკა მელია დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტა ხნის წინ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

"რაც ჩემთვის ცნობილია, მიდიოდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდით დააკავეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. აბსოლუტურად გაუგებარია, რასთან არის დაკავშირებული. მას, არცერთ საქმეში, აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული, ჩვენთვის უცნობია, ფაქტობრივად, მოიტაცე" - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა "tv პირველთან". 

კოალიაცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდასაც არ აპირებს.

მეტის ნახვა