შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე ირაკლი კობახიძემ წარადგინა. 

"დღეს შს მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტია. მას აქვს შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ასევე მუშაობდა კერძო სექტორში. დღემდე ის იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება უწყების წინსვლა და განვითარება, გაძლიერდება შსს-ს სისტემა", - თქვა კობახიძემ.

გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის სხვადასხვა დროს იკავებდა თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილის თანამდებობებს.

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

მეტის ნახვა