ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს

თემურ ქათამაძე

ფოტო: მაქსიმე ბაქრაძე

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აზა გაბუნია წერს.

"ღამით, ისე რომ ვერ მოასწრო მეუღლესთან დამშვიდობება, ქვეყნიდან გააძევეს Gaffar Yilmaz Temur Katamadze ამ ქვეყნაზე უზომოდ შეყვარებული,ძირძველი ქართველი და პატრიოტი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა,ბოდიში რომ ვერ დაგიცავით სათანადოდ. აუცილებად აღდგება სამართალი ამ ქვეყანაში და მოვა დრო,როცა შენ ამ ქვეყნის საპატიო მოქალაქეობს მიიღებ და სათანადოდ დაგიფასებთ ღვაწლს. ამის პირობას გაძლევ✊❤️ ბოდიში და მადლობა ყველაფრისთვის." - წერს აზა გაბუნია სოციალურ ქსელში. 

თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს ქათამაძე ისევ დააკავეს. ბათუმში მიმდინარე პროევროპული აქციების სახედ ქცეული ქათამაძე 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ის კლინიკაში გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. მოთხოვნის მიუხედავად, მას საქართველოს ხელისუფლებამ ლტოლვილის სტატუსი არ მისცა და ქვეყნიდან გააძევა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძის (გაფფარ ილმაზის) საქართველოდან გაძევების პროცედურები  მაისში დაიწყო. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების შეჩერებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.  

მეტის ნახვა