მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით | დარახველიძე თემურ ქათამაძეზე

დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევება "საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით" მოხდა.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია.

ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად", - თქვა დარახველიძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს. მისი საცოლის, ნინო კაკულიას თქმით, იგი თურქეთში გადაიყვანეს.

მეტის ნახვა