ბათუმში, 3 000-მდე აბონენტი ბუნებრივი არის გარეშე დარჩება - სად გაითიშება გაზი დღეს და ხვალ | მისამართები

გაზი

დღეს და ხვალ, ბათუმში, ბუნებრივი აირის მიწოდება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა" იტყობინება. კომპანიის ცნობით, მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. 

7 დეკემბრის 14:00 საათიდან 7 დეკემბრის 18:00 საათამდე, გაზმომარაგება ბათუმში, ხიმშიაშვილის 47ა და ლორთქიფანიძის #10-ში მცხოვრებლებს შეუწყდებათ - სულ 1 339 აბონენტი.

კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ცნობითვე, ხვალ, 8 დეკემბერს, 13:00 საათიდან, ბათუმში, გაზის მიწოდება ტბელ აბუსერიძის #5-ში მცხოვრებ 1 082 აბონენტს შეუწყდება. ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა დაიწყება 8 დეკემბერს 18:00 სთ-დან და სრულად აღდგება 8 დეკემბრის დღის ბოლომდე.

8 დეკემბერს 14:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება ჯავახიშვილის ქუჩის #6ა-ში მცხოვრებ 51 აბონენტსაც. ამ ქუჩაზე აღდგენის პროცესი 8 დეკემბერს 15:00 სთ-დან დაიწყება.

ასევე, 8 დეკემბრის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბათუმში, გაზი შეუწყდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ 286 აბონენტს.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას” ცხელ ხაზზე: 16 114.

მეტის ნახვა