ახალი ამბები • 1735650420
ბათუმში აქცია გაიმართა
საზოგადოება
1718903711
„გახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!“- ბათუმში, აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ არ უნდა დავივიწყოთ 2019 წლის 20 ივნისი, ამ დღეს განვითარებული მოვლენები, რეზინის ტყვიები და თვალებდათხრილი ადამიანები. შეგახსენებთ, პარლამენტში გამართული მართლმადიდებლობის გენერალური ასამბლეის სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი გაუძღვა. მაშინ, პროტესტის შედეგად, ღონისძიება ჩაიშალა და აქციები დაიწყო, რომელიც ძალის გამოყენებით დაარბია ხელისუფლებამ. შედეგად დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა