ბათუმში "დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე" გაიხსნა

ბათუმში „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი, 14-17 წლის სამოცამდე მოზარდი, ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში ჩაერთვება.

ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა, მულტიკულტურალიზმი და კომუნიკაციის უნარი.

მეტის ნახვა