ბათუმში, რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება

გაზი

ბათუმში, რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება. ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა" იტყობინება. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა აღმაშენებლის, ფიროსმანის და ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებლებს  შეეხებათ. 

უფრო ზუსტად:

11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის ქუჩის #1 ნომერში მცხოვრებ 254 აბონენტს;

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება ფიროსმანის ქუჩის 8 ნომერში მცხოვრებ 57 აბონენტს;

11:00 საათიდან 17:00 საათამდე, კომუნალური სერვისის გარეშე იქნება პეტრე ბაგრატიონის ქუჩის 198ა ნომრის 217 აბონენტი.

შეზღუდვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

მეტის ნახვა