ბათუმში, ტაბიძიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება - იცვლება ავტობუსების მოძრაობის სქემა

ავტობუსები

ფოტო: ბათუმის მერია

ბათუმში, ლეონიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში.

შეზღუდვა შეეხება #1, #1ა, #4, #7, #8 და #11  მუნიციპალურ ავტობუსებს, რომლებიც იმოძრავებს შემდეგი სქემის მიხედვით:

#1 და #8 -  ლეონიძის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით

#1ა - აღმაშენებლის, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით

#4, #7 და #11 - აღმაშენებლის ქუჩის გავლით.

ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია პარალელური ქუჩებით. ცვლილებები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე შენარჩუნდება.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მეტის ნახვა