ხმაური ბათუმის მერიაში | არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრის მოთხოვნით მისული უსახლკაროები დაცვამ უწყების შენობიდან ძალის გამოყენებით გამოაძევა

ნაილი

ხმაური იყო დღეს ბათუმის მერიაში, სადაც არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრის მოთხოვნით მისული უსახლკაროები დაცვამ უწყების შენობიდან ძალის გამოყენებით გამოაძევა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს შენობიდან გასვლისკენ მოუწოდეს, რაზეც სოციალურად დაუცველებმა უარი განაცხადეს. ისინი ბათუმის მერთან შეხვედრას ჯიუტად ითხოვდნენ, რათა მათ პრობლემებზე ესაუბრათ.  

რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, მათთან სასაუბროდ არჩილ ჩიქოვანი არ გასულა.

უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ, მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდებარე ტერიტორიაზე ის საპირფარეშო დაანგრია, რომელიც თავად მოაწყვეს.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტებები არ გაკეთდა.

შეგახსენებთ, ბაქოს ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში 21 ოჯახია შესახლებული.

როგორც თავად ამბობენ, უკიდურესად გაჭირვებული უსახლკარო ოჯახები, ბათუმის მერთან შეხვედრას ხვალაც შეეცდებიან. 

მეტის ნახვა