ახალი ამბები • 1738700149
"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე" | ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი წერს, რომ 18:00-საათიანი "მოამბე" აღარ მიჰყავს.
"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.
ოფიციალური პოზიცია - როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის" პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც "მოამბე"-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება "მოამბე"-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება," - წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
1738651209
1728455482
1727447820