უსახლკაროებს ბათუმის მერიაში დღესაც არავინ ხვდება

უსახლკაროები

უსახლკაროებს, რომლებიც გუშინ ბათუმის მერიაში, არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდნენ, დღესაც არავინ ხვდება. უკიდურესად გაჭირვებულები ითხოვენ, რომ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მათ საპირფარეშოსთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალები დაუბრუნოს. 

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები რამდენიმე თვის წინ ბაქოს ქუჩაზე მიტოვებულ ერთ-ერთ შენობაში თვითნებურად შესახლდნენ და სველი წერტილიც თავად მოაწყვეს, თუმცა შენობა მათ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაუშალა.

ისინი ბათუმის მერიაში გუშინაც იმყოფებოდნენ,თუმცა მათ არც მერი შეხვდა და უფრო მეტიც, დაცვის პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გამოაძევა.  დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს შენობიდან გასვლისკენ მოუწოდეს, რაზეც სოციალურად დაუცველებმა უარი განაცხადეს. ისინი ბათუმის მერთან შეხვედრას ჯიუტად ითხოვდნენ, რათა მათ პრობლემებზე ესაუბრათ.

რატომ აიგნორებს ბათუმის მერია უკიდურესად გაჭირვებულების მოთხოვნებს ან გამოხმაურება თუ არა მუნიციპალური ინსპექცია საკითხს? განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა. 

შეგახსენებთ, ბაქოს ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში 21 ოჯახია შესახლებული

მეტის ნახვა