ახალი ამბები • 1742454739
სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ბათუმში - 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: 9 აპრილის,კოსტავას,ლ.ასათიანის,პუშკინისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე დაბა მახინჯაურსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ხელვაჩაურში - 10:30-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:ახალშენს,სამებას,კირნათსა და მიმდებარე სოფლებს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:კვირიკეს,კოხს,ლეღვას,ოჩხამურს,ხალასა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ჩაქვის მცირე ნაწილს.
ქედაში - 10:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:დოლოგანს,მახუნცეთს,ჭალახმელას,ზუნდაგას, მილისსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.