ბათუმში უსახლკაროებისა და სოციალურად დაუცველების აქცია გაიმართა

ბათუმში არაერთი უსახლკარო ოჯახია, რომელმა, სხვადასხვა მიზეზით, საცხოვრებელი სხვადასხვა დროს დაკარგა და ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველები და იპოთეკით დაზარალებულები  უკვე რამდენიმე წელია, ყოველ ხუთშაბათს, ქარსა თუ წვიმაში,  ბათუმის მერიასთან იკრიბებიან და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სურთ, რომ სახელმწიფომ მათზე პასუხისმგებლობა აიღოს და ფართებით დააკმაყოფილოს. მძიმე სოციალურ პირობებში მყოფები მთავრობას მთელი ამ ხნის განმავლობაში  სხვადასხვა გზას სთავაზობდნენ, მათ შორის, იაფი საცხოვრისის პროგრამაში ჩართვას, თუმცა როგორც არმოჩნდა, არაერთი დაპირების მიუხედავად, შეთანხმება ვერა და ვერ შედგა. ხელისუფლება ჯიუტად დუმს და განსაცდელში მყოფ ადამიანებს არ იმჩნევს. მოქალაქეები კი ყოველ ხუთშაბათს  ჯიუტად ახსენებენ მათ მიერვე დაქირავებულ მთავრობას ხალხის წინაშე არსებულ ვალდებულებებს.

მეტის ნახვა