პანიკა ქობულეთში | რას ყვებიან სოფელ ქაქუთსა და ლეღვაში მცხოვრებლები

ახლა კი გაგიზიარებთ უცნაურ ამბავს, რომელმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქობულეთელებს ცხოვრება კოშმარად უქცია. ქაქუთსა და ლეღვაში, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ღამღამობით და არამარტო, ადგილობრივების სახლებსა და ეზოებს უცნობი, დაუდგენელი, ნიღბიანი სტუმრობს. მოსახლეობა ფსიქოლოგიურ ტერორს განიცდის. საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა პრობლემასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ. ხალხი პირად საუბრებში გვიყვება, რომ პოლიცია ფაქტებზე სათანადოდ ვერ რეაგირებს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი, ერთ-ერთ ოჯახში იმ დროს მივიდა, როცა ნიღბიანი უცნობი ტერიტორიას საკარმიდამო ნაკვეთიდან ტოვებდა. რა გახდა პანიკის საფუძველი და რას ჰყვებიან ქობულეთელები? 

მეტის ნახვა