ახალი ამბები • 1762855206
სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
კრიმინალი
1726235426
სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 93598.05 ლარი შეადგინა.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 733 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 93598.05 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.",- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა




















